воскресенье, 28 мая 2017 г.


კურსის რეფლექსია

გავიარეთ ინტელის საგანმანათლებლო კურსი- პროექტებით სწავლება ისტ-ის ინტეგრირებით.ვისწავლეთ პროექტზე მუშაობა,რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია.პროექტზე მუშაობის დროს თავიდან ვაწყდებოდი სირთულეებს,თუმცა ამჟამად ვარ კმაყოფილი,რადგან ეს მუშაობა აღმოჩნდა ნაყოფიერი.შევქმენი პორტფოლიო ,ვისწავლე პროექტის დაგეგმვა,გავაკეთე პრეზენტაცია,ვისწავლე ნამუშევრის დისკზე ატვირთვა.სურვილი მაქვს მომავალშიც გამოვიყენო ეს ცოდნა ჩემს პრაქტიკაში.

суббота, 27 мая 2017 г.

  დღეს გავიარეთ ტრენინგის მერვე დღე,გავეცანით მე-6 და მე-7 მოდულს.განვიხილეთ საკითხები: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის-დაწყვილდი და გაუზიარე მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომის გაზიარება და შეფასებები,ფასილიტაცია  ტექნოლოგიებით-კითხვების დასმა მოსწავლეთა ჩართულობის და მაღალი დონის სააზროვნო უნარების წახალისებისთვის.

воскресенье, 21 мая 2017 г.

 დღეს გავიარეთ ტრენინგის მეშვიდე დღე -გავეცანით მეხუთე მოდულს,მოსწავლეთა პროექტების შეფასება.გავეცანით თუ როგორ გამოვიყენოთ რუბრიკები,შევიმუშავეთ შეფასების გეგმა,ვისწავლეთ დისკზე ატვირთვა.

пятница, 12 мая 2017 г.

მეხუთე დღე

 ტრენინის მეხუთე დღეს გავეცანით მესამე მოდულს.გავეცანით საავტორო უფლებების ნორმებს,ვისწავლეთ ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება, გავიგეთ როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად.

вторник, 9 мая 2017 г.

 მეოთხე დღეს ვიმუშავეთ შეფასების გეგმაზე ,გავეცანით მეთოდებსა და ინსტრუმენტებს.ასევე ვიმუშავეთ ვორდში.დღევანდელი დღე ძალიან  საინტერესო იყო. 

воскресенье, 7 мая 2017 г.

 მესამე დღეს  გავეცანით პროექტის დაგეგმარებას,საკვანძო კითხვებს ,რომელიც გაგვიადვილებს პროექტზე მუშაობას.

суббота, 6 мая 2017 г.

მეორე დღე

გავეცანით და განვიხილეთ სასწავლო ღონისძიების დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხები . შევისწავლეთ თუ როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.შევისწავლეთ ბუკლეტის შაბლონის შექმნა.